9 წლის ხობელი გოგონა, ლილუ ალანია ფიდეს მსოფლიო თასზე იასპარეზებს
ლილუმ მოწვევა დღეს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისგან მიიღო.
ტურნირი წელს ქ. ბათუმში ჩატარდება და მონაწილეობას აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ყაზახეთის, კანადის და სხვა ცნობილი საჭადრაკო ქვეყნების წარმატებული მოჭადრაკეები მიიღებენ. ლილუსთან ერთად 10 წ.გოგონათა შორის საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებენ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სარა სალთხუციშვილი და ვიცე-ჩემპიონი მარიამ რეხვიაშვილი. წარმატებები ლილუს და საქართველოს.