
ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში – ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები.
მეორე მსოფლიო ომში ხობის რაიონიდან ორიათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
#79წელიფაშიზმზეგამარჯვებიდან