პირველი მაისში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დასრულდა

▪️ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია დასრულდა.

▪️პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან გაიწმინდა ერთკილომეტრიანი არხი და მოეწყო ეზოებთან მისასვლელები.

▪️პირველ მაისში განხორციელებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი იოსავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.

▪️პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდა სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი.

▪️პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 164 350 ლარს შეადგენს.