11-12 მაისს თბილისმა ვეტერანთა შორის ევროპის თასს უმასპინძლა, რომელიც ევროპის ძიუდოს კავშირის ეგიდით ჩატარდა. ევროპის თასი, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, 11 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ლიდერსპორტ ძიუდოს აკადემიაში მონაწილეები ერთმანეთს ცხრა ასაკობრივ ჯგუფში შეეჯიბრნენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე 61 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი.
აღნიშნულ ტურნირში 81 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა ხობელმა ( ქვემო ქვალონი) ძიუდოისტმა მიხეილ მორგოშიამ.
ტურნირში როგორც ევროპის ისე მსოფლიო მოქმედი ჩემპიონები იღებდნენ მონაწილეობას.




