🔹ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
🔹ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი იოსავამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, გია ჩაბალუხამ დაათვალიერეს.
🔹ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირსამაგრის მოწყობა და ხიდის რეაბილიტაცია, ხოლო ხამისკურში - ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
🔹 პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 116 000 ლარამდეა.
🔹ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება.