ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხალხური სიმღერის ანსამბლ კოლხეთის" და ქორეოგრაფიული ანსამბლ "კოლხეთის" კონცერტი გაიმართა. კულტურის სასახლეში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ანსამბლები ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვებით წარდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. კონცერტი „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.