ჭალადიდი მდინარე რიონზე ორთქლის გემები

 მდინარე რიონზე ორთქლის გემები 1858-1872 წწ. რეგულარულად მიმოდიოდნენ. სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომები იყო: ფოთი - ჭალადიდი - სირიაჩქონი, კოდორსა და ორპირში. აქ დადიოდნენ ორთქლის გემები: „აკერმან“, „კნ. ბარიატინსკი“ და სხვა. ხსენებული ნავმისადგომი სოფლები იმავე დროს სავაჭრო პუნქტებს წარმოადგენდნენ, სადაც გამოჰქონდათ ადგილობრივი საოჯახო მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ნაწარმოები.

მ. ნიკოლეიშვილი, სამტრედიის ისტორიიდან.