სასახელო ქართველი-ხობელი: გოდერძი გადელია!

 


რა ქმნის იმ განსაკუთრებულ წამს, რომელსაც ბედნიერება ქვია? Გრძნობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ხვდები რომ ტყუილად არ გიცხოვრია. Ბედნიერება მხოლოდ სხვებთან გაზიარებით არსებობს და ის აუცილებად სხვა ადამიანების დახმარებით მიიღწევა. ამ რვა წლიანი მოგზაურობის ბოლოს, მეც გიზიარებთ ჩემს ბედნიერებას.
მოვიკითხავ შორიდან ჩემს ყველა მასწავლებელს. სკოლაში, ლიცეუმში, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა თუ საზღვაო ძალებში, რომ არა თვენ არ მექნებოდა ძალა და წინსვლის შესაძლებლობა. Nino Kancheli Tea Kordzadze Khatuna Kordzadze Pikria Tsertsvadze ვერც კი ვიოცნებებდი ამ სასწავლებელში მოხვედრაზე რომ არა თქვენი დახმარება და მომავლისთვის ჩანერგული იმედი. Zaira CkhadaiaManana Tsuleiskiri ვერასდროს ვერ შევძლებდი გამეგო სხვისვის ან ამ ლამაზი ქვეყნისათვის რომ არა თქვენგან მოცემული ცოდნა. ია ბერიძე ვერასდროს ვერ გავიგებდი თუ საით გამეცურა რომ არა თქვენგან ნაჩუქარი აზრები. გმადლობ მთელი გულით,
Giorgi Gagua Luka Shamugia გიორგი ბერაია შორიდან ვუზიარებ ამ ბედნიერებას ყველა ჩემს დასა და ძმას, რომელიც ამ დაპატარავებულ სამყაროში ღვთის მადლით ასე მრავალად არიან. რთულია დანებდე მაშინ, როდესაც თქვენს იმედიან თვალებს ვხედავ. გმადლობთ ჩემთან ერთად დგომისათვის.
Dali Sergia Merabi Gadelia შორიდან, ცრემლებით გიზიარებთ ამ ბედნიერებას. ოთხი წელია დაგტოვეთ ერთადერთმა შვილმა და ვერ დაგეხმარეთ ბევრჯერ, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებოდით. ბევრჯერ მინატრია უბრალოდ თქვენთან ვყოფილიყავი ან მყოლოდა და ან ძმა ვინც ჩემს მაგივრად დაგეხმარებიდათ.
Გეფერები შორიდან ჩემო დატანჯულო სამშობლოვ. მაინც იმედით და სიყვარულით, რადგან მალე ისევ გნახავ. საკუთარი ბედნიერებისა და საყვარელი ადამიანებისათვის ბრძოლა შეგვაძლებინებს ყველაფერს 🇬🇪❤