31 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
2024 წლის 1 მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1 ივნისამდე დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. კანონის ამ მოთხოვნის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხებში განხორციელდა ცვლილებები და საკრებულოსა და მერიის საშტატო ნუსხებს დაემატა 1 საშტატო ერთეული, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სახით. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით მიღებულ იქნა დადგენილებები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.