ხობის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის და თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დასახლებებში გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 448 ათას ლარზე მეტია. გაღმა საჯიჯაოში, თორსა-დღვაბასა და ხამისკურში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზებზე გადაადგილება უსაფრთხო დო კომფორტული გახდება. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.