ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“ საზეიმოდ გაიხსნა

 

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“, მსოფლიოში აღიარებული გიტარისტის და ვირტუოზი შემსრულებლის, თემურ ყვითელაშვილის კონცერტით, საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტზე თემურ ყვითელაშვილმა ცნობილი, კლასიკური კომპოზიციები შეასრულა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ქარდავა ესწრებოდნენ. კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალი ,,ჰარიდა'' ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ხელოვნების აკადემიის, მუსიკის აკადემიის მხარდაჭერით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ტარდება. ხობის კონკურს-ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი პიანისტი და პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი, ვალერიან შიუკაშვილია.