ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი.
პროექტის განხორციელების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.