გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი

 

14-19 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში,  აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი გაიმართა მინიფეხბურთში.
პირველობის გამარჯვებული და გოგა ბერაიას სახელობის თასის მფლობელი ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი - ჭალადიდმა, ხოლო მესამე ადგილი - ქარიატის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით  განხორციელდა.