დედამიწის დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ,,ეკომეგობარი’’ გაიმართა

 

დღეს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ბიბლიოთეკების მკითხველთა გუნდების მონაწილეობით ვიქტორინა - ,,ეკომეგობარი’’ გაიმართა.

ვიქტორინის გამარჯვებული ქარიატის ,,ეკო ქარიენტი“ გახდა, მეორე ადგილი - ხეთის „ვიტორიამ“, ხოლო მესამე ადგილი - შუა ხორგის „დედამიწელებმა“დაიკავეს.

პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდების წევრებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის’’ დირექტორი კობა კობახიძე ესწრებოდნენ.

ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა.