შეხვედრა ახალგაზრდებთან

 

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა, აკაკი შეყელაძემ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - ანა ცანავამ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.