ხობელი ირაკლი ჭიჭინაძის წარმატება ტაეკვანდოში

 


12-14 აპრილს ქ.ქუთაისში საქართველოს ტაეკვანდოს ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ იმერეთის ღია პირველობაში 80 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა წარმოშობით ხობელმა ირაკლი ჭიჭინაძემ, რომელიც ვარჯიშობს სენაკში (მწვრთნელი მორისი სანაია). წარმატებებს ვუსურვებთ პერსპექტიულ სპორტსმენს.

#ტაეკვანდო

#სპორტი