ლილუ ალანიამ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ქვეყნის სხვადასხვა ასაკის გამორჩეული მოჭადრაკეები, რომლებმაც უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს, 9 დღის განმავლობაში იბრძოდნენ ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულისთვის და მსოფლიო & ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის. საუკეთესოთა შორის ლილუს მონაგარი 5 მოგება და ერთი ფრეა, რითაც 10 წლამდე გოგონათა შორის ქვეყნის ხუთ საუკეთესო მოჭადრაკეთა შორის მოხვდა.