იურიდიული დახმარების სამსახურის „მობილური საკონსულტაციო ცენტრი" ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაცია გაუწია.
„მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა კონფიდენციალურობის დაცვით, საჭირო შემთხვევაში მომზადდება სამართლებრივი დოკუმენტები.
20 მარტი
ნოჯიხევი - 13:00
ხობი- 15:00
21 მარტი
ხეთა - 13:00
ხამისკური - 15:00
22 მარტი
შუა ხორგა - 13:00
ჭალადიდი - 15:00
25 მარტი
ახალსოფელი- 13:00
ქვემო ქვალონი - 15:00
26 მარტი
თორსა-დღვაბა - 13:00
შავღელე - 16:00
27 მარტი
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო სამართლებრივი კონსულტაცია იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.