„ხშირად ვდგამდით წარმოდგენებს ხობში, სადაც დიდი ხალისით ესწრებოდა მოსახლეობა. ჩვენ იქ მიგვქონდა უფრო იოლად დასადგმელი პიესები: „ვაის გავეყარე, უის შევეყარე“, „სიძე-სიმამრი“, „სულელი“. იმ დროს ჩვენ მიერ გამართულ წარმოდგენებს დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იყო პირველი წარმოდგენები, რომლებსაც ხობის მოსახლეობა ესწრებოდა, ამიტომაც მსურველი ბევრი იყო და სასწავლებლის პატარა დარბაზი,მაყურებელს ვერ იტევდა".