ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თოჯინების თეატრის სპექტაკლის -,,სოფლის ბინადარნი" პრემიერა გაიმართა. როლები ოსტატურად მოირგეს და პატარებს დაუვიწყარი ემოცია აჩუქეს: თამარ მირცხულავამ, გიორგი ლატარიამ, დავით ჯორჯიკიამ, ბარბარე სოსელიამ, ლიზი ძალამიძემ და ირაკლი ძიძავამ. სპექტაკლი, რეჟისორმა მანანა შამათავამ დადგა. სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ პატარებმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სივრცეში თოჯინებთან ფოტოები გადაიღეს.