ჭალადიდსა და საგვიჩიოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 




ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მორიგი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

საგვიჩიოში:
დაიგება ასფალტის საფარი
მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები
პროექტის ღირებულება 2 მილიონ 180 ათასი ლარია.

ჭალადიდში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე:
დაიგება ასფალტის საფარი
მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები და საგზაო ნიშნები
პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია. 

გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

საგვიჩიოსა და ჭალადიდში ამორტიზირებული გზების რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე ახორციელებს.

შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.