სოფელი ხეთა - ეთნოგრაფია

 


ოჯახს, რომელსაც ჰქონდა ოგაფა და უღელი გამწევი ძალა, დამოუკიდებლად შეეძლო ხვნა. დიდი ოჯახებისთვისაც (უგურთუ ოჯახების) კი, რომელთაც სახნავი მიწა ბევრად მეტი ჰქონდათ, საკმარისი იყო ერთი ოგაფა ერთი უღელი გამწევი ძალით. ასეთი იყო სოფ, ხეთაში ქირიების ოჯახი. ოთხი ძმა: ტემუია, ჯარუა, გვაძი, ჯვებერე თავიანთი ცოლ-შვილით ერთად ცხოვრობდნენ. საეკლესიო გლეხები იყვნენ. ჰქონდათ 30 ორთალი მიწა. 30-მდე ძროხა, 4 ცხენი (თავისი უნაგირით), ჯორი და ოგაფა ერთი უღელი ხარით. ინფორმატორთა გადმოცემით, ოჯახი ორ ხარზე მეტს არ გაიჩერებდა.
მოგვყავს სოფ. ხეთაში ჩაწერილი მასალა: „გლეხი ხვნას რომ მორჩებოდა, სხვას ათხოვებდა. ერთი დღით აგაფას და ხარებს რომ მისცემდა, ამაში ორ დღეს სიმინდის თოხნაში მოიხმარდა იმ კაცს, შეიძლება სხვა სამუშაოშიც გამოეყენებინა. ამას რაიმე სახელი არ ერქვა. თუ კაი მუშა არ იყავი. ისე ხარს არ მოგცემდა, კარგ მუშას აძლევდნენ. უსასყიდლოდაც იყო ხოლმე ხარების თხოვნა. ჩვენ ხარები გვყავდა. საეკლესიო ხალხი ვიყავით. მოვიდოდა მეზობელი, გვთხოვდა და ვათხოვებდით, მაგრამ ზოგიერთი, ვინც ბევრს სთესავდა და ყიდდა სიმინდს, ისინი კი ათხოვებდნენ.
მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლიდან (1979 წ.).