ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პირველ მაისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან გაიწმინდება ერთკილომეტრიანი არხი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 164 350 ლარს შეადგენს.