არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

 


    ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაიწყო შეხვედრების ციკლი არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის თემაზე.

    ციკლის ფარგლებში, დღეს, შეხვედრა გაიმართა ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის IX –XII კლასების მოსწავლეებთან.
    შეხვედრის მონაწილეებთან არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებზე და სამართლებრივ რეგულაციებზე მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა, მერიაში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელმა პირმა და შსს ხობის რაიონული სამმართველოს წარმომადგენელმა ისაუბრეს და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ხობის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ჩატარდება.