ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად:
დაიგება ასფალტის საფარი
მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები, რკინა-ბეტონის კიუვეტები, საგზაო ნიშნები და ხელოვნური ბარიერები
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.