პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად ხორციელდება. პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე გაეცნენ. პატარა ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელი, ოთხკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 2 918 848 ლარია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.