იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა

 

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში-აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წყლის სისტემის მოწყობა დასრულდა.
პროექტის განხორციელების შედეგად დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 25 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია შეხვდნენ, მათ საჭიროებებს გაეცნენ და დასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს.
წყლის სისტემის პროექტი ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ განახორციელეს.