ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 1100-მეტრიანი წყალშემკრები არხი.
ახალსოფელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.
სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.