უმნიშვნელოვანესი და უნიკალური ისტორიული ფაქტი: 1833 წელს ლევან v დადიანმა ყულევში აშენებულ პირველ ქართულ საოკეანო გემს „ხოპის ღვთისმშობელი“ უწოდა. - წაიკითხეთ, მეგობრებო, ბატონი გოგიტა ჩიტაიას ბრწყინვალე წიგნი: „ხობის სიძველენი" და იმდენ გასაოცარ რამეს იპოვით ამ „წრფელ უსტარში“ გაოგნდებით. აი, თუნდაც ასეთი, მეტად საგულისხმო დოკუმენტური ამბავი:1667 წელს ოსმალთა ჯარი სამეგრელოში შემოჭრილა და ხობის მონასტრის მიდამოებში დაბანაკებულა. თურქებს ხობის მონასტერი გაუძარცვავთ და ღვთისმშობლის კვართი მიუტაცნიათ. ამის გამო შეშფოთებულ იმერეთის მეფე ბაგრატს მთელ იმერეთის სამეფოში 20 000 ათასი "ეფიმკა", ანუ 30 გრამიანი ვერცხლის ფული შეუგროვებია და თურქებისთვის სიწმინდის გამოსასყიდად გაუგზავნია. ოსმალებს ძღვენი მიუღიათ, კვართი დაუბრუნებიათ და ხობის მონასტრის არე- მარეს გასცლიან. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ღირსეული ნამდვილმეფური ნაბიჯი: სამეგრელოს მთავრებთან სამკვდრო- სასიცოცხლოდ გადაკიდებულ მეფეს, ხსენებული სიწმინდე ბაგრატისა და გელათის დიდებულ ტაძრებში კი არა, თავის საბრძანებელში- ხობის მონასტერში დაუსვენებია!