ხობის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მინისტადიონების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

 

    ხობის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მინისტადიონების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.

სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები.
ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სტადიონების რეაბილიტაციისთვის 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი.