დღეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის, ახალსოფლის, საგვიჩიოს, ქვემო ქვალონის, შავღელეს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი.
პატარა ფოთი - გარე განათების მოწყობა
ახალსოფელი - სანიაღვრე არხების ამოწმენდა
გაღმა პირველი ხორგა - გარე განათების მოწყობა
გიმოზგონჯილი - სანიაღვრე არხების ამოწმენდა
დურღენა - სკვერის მოწყობა
ბულიში - სანიაღვრე არხების ამოწმენდა
საგვიჩიო - მინისტადიონის რეაბილიტაცია
შავღელე - გზის რეაბილიტაცია
საბაჟო - გზის რეაბილიტაცია
საღვამიჩავო - სანიაღვრე არხების ამოწმენდა
საქორქიო - გზის რეაბილიტაცია
საჭოჭუო - გზის რეაბილიტაცია
სოფელ საგვიჩიოში გამართულ დასახლების საერთო კრებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია ესწრებოდა.
დასახლების კრება და მოსახლეობასთან კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ეტაპობრივად გაიმართება https://shorturl.at/hCHQV