დღეს დავდგით მოკრძალებული, მცირე მონუმენტი ბიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდლის ლავრენტი იოანეს ძე იოსავას საფლავზე. ლავრენტის შვილი, საქართველოს რესპუბლიკის არმიის ოფიცერი ივანე (ლოლი) იოსავა 1921 წლის 24 თებერვალს წითელ არმიასთან ბრძოლაში კოჯორთან დაიღუპა. საბჭოთა ხელისუფლებამ დავიწყების ბურუსით დაფარა მათი სახელები, მაგრამ ხალხის მეხსიერებიდან გმირები არ იშლებიან...
დიდება გმირებს! საუკუნოდ არს ხსენება მათი!
უღრმესი მადლობას გიძღვნით ყველას, ვინც მათი სახელის უკვდავყოფაში მიიღეთ მონაწილეობა.
პირველ კომენტარში შესაძლებელია ჩამოტვირთოთ წიგნი და გაეცნოთ ლავრენტი და ივანე (ლოლი) იოსავების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.
წყარო: https://www.facebook.com/share/p/V2ZxMmJqFMa1FMmy/?mibextid=UyTHkb