დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ხამისკური, საკუკავო, საქირიო, ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა, თორსა, დღვაბა, საბუკიო.) დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. 
დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი.
წინაგოლა - გზის რეაბილიტაცია
 ლარჩვა - გარე განათების მოწყობა
 ოხვამეკარი - გარე განათების მოწყობა
 ნოჩხონი - გარე განათების მოწყობა
 ხეთა - გარე განათების მოწყობა
 ხამისკური, საკუკავო და საქირიო - ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში სკვერის მოწყობა
 თორსა - გარე განათების მოწყობა
 დღვაბა -გარე განათების მოწყობა
 საბუკიო -გზის რეაბილიტაცია
დასახლების კრება და მოსახლეობასთან კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება https://shorturl.at/hCHQV