გიგი ცანავას და მეგობრების კონცერტი ხობში

 

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

ხობელმა ახალგაზრდებმა: გიგი ცანავამ, ლიზი ალანიამ და მარიამ შონიამ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.

ახალგაზრდული საღამო დიჯეის კონცერტით გაგრძელდა.

ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს-ახალგაზრდული საბჭოს ორგანიზებითა და მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

წყარო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია