16 თებერვალს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. მემორიალური ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე "ხეთა" გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.
საფეხბურთო პირველობა მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.