ხეთაში ღელე ფშხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

 

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ღელე ფშხერულაზე ხიდის და გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური მხარდაჭერით მერია ახორციელებს.

ხეთაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი იოსავა გაეცნენ.

პროექტით გათვალისწინებულია ლითონის ხიდის მშენებლობა, ორ ადგილას რკინა-ბეტონის მილხიდის და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით გზაზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი მინიმუმამდე შემცირდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე წყალდიდობის დროს გზის ქვედა ფერდი ირეცხებოდა, ხოლო საკარმიდამო მიწის ნაკვეთები იტბორებოდა. 

სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 218 000 ლარს შეადგენს.