🩵გაიცანით, ხობის მერის სათათბირო ორგანო-ახალგაზრდული საბჭოს წევრი-ნიკოლოზ კორტავა.
ნიკოლოზი ხობის კერძო სკოლა ,,არეა"-ს მე-11 კლასის მოსწავლე, დაიბადა 2007 წლის 19 ივნისს . ის მცირე ასაკიდან იღებს მონაწილეობას სხვადასხვა სასკოლო თუ არასასკოლო პროექტებში. არის ,,KINGS"-ის ოლიმპიადის არაერთი ჯილდოს მფლობელი.ნიკოლოზი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა რაგბს, მაგრამ საბოლოოდ მან საკუთარი თავი არაფორმალურ განათლებაში ჰპოვა!
ნიკოლოზი ამბობს: ,,ჩემს ცხოვრებაში არაფორმალურ განათელებას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს,ჩემი საქმიანობა ჩემთვის უპირველესია რადგან მიყვარს რა საქმესაც ვემსახურები. ჩემი გადაწყვეტილება ურყევია და ვიცი რომ სამომავლოდ ამ სფეროს გავყვები. მსურს ჩემი თავი პოლიტიკაში გამოვცადო , ვფიქრობ კარგი პოლიტიკოსი ვიქნები რადგან ამისათვის ყველა საჭირო უნარი და შესაძლებლობა მაქვს. ვაპირებ იმ ფერხულში ჩავდგე რასაც სამშობლოს აღმშენებლობა ეწოდება. მე მიყვარს ჩემი საქმე და მის გარეშე საკუთარი თავი ვერც კი წარმომიდგენია.
ნიკოლოზი არაფორმალურ განათლებაში 2021 წლიდან არის ჩართული. იგი აქტიურად იღებდა მონაწილეოაბს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამართულ პროექტსა თუ ტრენინგში. მას ფართო საზოგადოებასთან შეხება 2022 წელს ჰქონდა, როდესაც საინიციატივო ჯგუფ ,, ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის"-მიერ დაგეგმილ პროექტ ,, საქართველოს პარლამენტის მოდელირება"-ში პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდგომ ნიკოლოზი მიხვდა რომ საჯარო გამოსვლების ხელოვნება კარგად გამოსდიოდა და ამ სფეროში აქტიურად ჩაერთო. . იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას ,,არაფორმალური განათლების ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილ პროექტებში. ის აგრეთვე მოდებატეც გახლავთ , იგი ,, საქართველოს მომავლის აკადემია"-ში დებატობს. მან არაერთი ცნობილი ქართველი მოდებატის მოწონებაც დაიმსახურა.✨️
#ხობისახალგაზრდულისაბჭო#
ხობელიახალგაზრდები
#youthcouncilofkhobi