ხობში სალოტბარო სკოლის მოსწავლეების შერჩევა მოხდა

 

ნზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა.

ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ლოტბარ-რეგენტი აკაკი კუპრავა შეასწავლის.
1 თებერვალს, ხობის კულტურის სასახლეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეების შერჩევა მოხდა.
სალოტბარო სკოლების გახსნის მიზანია მომავალი თაობისათვის უნიკალური სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის შესწავლა. ხალხური სიმღერა-გალობის უნარ-ჩვევების დაუფლება.
სალოტბარო სკოლების სალოტბარო პროგრამა შედგენილია ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტების მიერ. სასწავლო პროცესი ორნაწილიანია: საბავშვო სტუდია - 6-დან 15 წლამდე, სალოტბარო -15 წლის ზევით.
მომავალ ლოტბართათვის სწავლა ორწლიანია და გაიცემა სერტიფიკატი.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სკოლის კურსდამთავრებულებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ სწავლა გალობის უნივერსიტეტში უფასოდ გააგრძელონ.