ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბუკიას მერის სათათბირო ორგანოს-ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს.
ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა 2023 წელს სხვადასხვა ტიპის 40 აქტივობა განახორციელეს.
ახალგაზრდული საბჭო 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობა და ახალგაზრდების ინფორმირებაა. ამ ეტაპზე საბჭო აერთიანებს 10 ძირითად წევრსა და 30 მოხალისეს.
ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა მერს მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ანგარიშის წარდგენას, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.