ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა, ხობის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხების რეფერირების ადგილობრივ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის და ინფორმაციის გაცვლის სისტემის ხელშეწყობაა.
შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების და მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპი-ების წარმომადგენელები ესწრებოდნენ, სადაც ოჯახში ძალადობის პრევენციაზე, ძალადობის რისკ-ჯგუფებზე, ყველაზე მოწყვლადი ოჯახების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი სისტემის, ინტერსექტორული რესურსების გაერთიანების საკითხებზე ისაუბრეს.