ხობის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბუკიას ინიციატივით და მხარდაჭერით, ხობის კულტურის სასახლეში დაცული გობელენის ნამუშევრების რესტავრაცია განხორციელდა.
გობელენები მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ხობის კულტურის სასახლეში გაჩენილი ხანძრისა და დროის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.
ნამუშევრების აღდგენაზე საქართველოს ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელმა, რესტავრატორმა ნათია ქულუაშვილმა იმუშავა.
ერთ-ერთი გობელენი, რომლის ზომები 9,80 Х 2,95 მეტრია, ასახავს ცნობილ მითს არგონავტების შესახებ.
ნამუშევრები ხობის კულტურის სასახლის ფოიეშია გამოფენილი და მისი დათვალიერება 23 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.