ქარიატა ფოტო: ირაკლი შონია 2023 |
ხობის რაიონის (მუნიციპალიტეტის) სოფელ (ადმინისტრაციული ერთეულის) ქარიატის ხელმძღვანელი პირები:
ამირან ჭიჭინაძე - 1954 1976 წ.წ.გული დარჯანია - 1977-1978 წ.წ.
მიხეილ შამუგია - 1979 -1980 წ.წ.
გიორგი კვინჩია - 1980 - 1981 წ.წ.
ემზარ წურწუმია - 1982 01986 წ.წ.
ვლადიმერ ღურჯია - 1987-1991 წ.წ.
ავთანდილ ბერაია - 1991 - 1995 წ.წ.
ვანო გვასალია - 1996 - 2009 წ.წ.
კახაბერ მიქაბერიძე - 2010-2013 წ.წ.
ირაკლი ბერაია 2013 წლიდან დღემდე
#ურთა #ხობი #ქარიატა #სამეგრელო #საქართველო
ქარიატა
ფართობი - 1686,03 ჰა.
მოსახლეობა - 830 ადამიანი.
შემავალი სოფლები: გაღმა ქარიატა (თემის ცენტრი), გამოღმა ქარიატა.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 17კმ.
ქარიატის თემი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე. ზღვის დონიდან 6 მეტრის სიმაღლეზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ქარიატა იხსენიება გვიან შუასაუკუნეების საეკლესიო საბუთებში. თემის ეტიმოლოგია ,,ქარს“ და ,,ლეტას“ ანუ ტალახს უკავშირდება. ის შესაძლოა დაერქვა ამ ადგილისათვის ჩვეული ხშირი ქარებისა და ტალახის გამო. მეორე ვერსიით სახელწოდება ,,ქარიანტეს“ ანუ ,,მშვენიერს’’ უკავშირდება, რითაც ბერძნულ წყაროებში მოიხსენიებენ მდინარე ხობს, რომელიც სოფელს ორ ნაწილად ჰყოფს. 1996 წლისთვის სოფელში ცხოვრობდა 82 გვარის 384 კომლი. ამჟამად აქ ცხოვრობს 910 სული.
თემი შედგება ორი სოფლისაგან გაღმა და გამოღმა ქარიატა.
გაღმა ქარიატა მდინარე ხობის მარცხენა ნაპირზეა, გამოღმა ქარიატა კი მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქარიატაში ძირითადად გავრცელებულია შემდეგი გვარები: გიგიბერია, ჟველია, ამბალია, ზარანდია, წულაია, ბერაია, ბჟალავა, გვასალია, ქაქუთია, ძაგანია, გაბუნია. შესაბამისად, სოფელში არის უბნები: საამბალიო, საღურჯიო, საბერიო, საშამუგიო, საჟველიო, საწურწუმიო.