ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა

  

🎉 ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და  ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა.

🎶 ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას  ლოტბარ-რეგენტი აკაკი კუპრავა შეასწავლის. 

 ✅ 1 თებერვალს, 15:00 საათიდან, ხობის კულტურის სასახლეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეირჩევიან.

 ✅ხობის სალოტბარო სკოლაში  სწავლა უფასოა. სკოლაში ბავშვები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. 

 ✅დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: ☎568 71 73 22

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტებისა და ფოლკლორის ცენტრის დაფინანსებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იხსნება ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის შემსწავლელი სალოტბარო სკოლები. 

სალოტბარო სკოლების გახსნის მიზანია მომავალი თაობისათვის უნიკალური სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის შესწავლა. ხალხური სიმღერა-გალობის უნარ-ჩვევების დაუფლება. 

სალოტბარო სკოლების სალოტბარო პროგრამა შედგენილია ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტების მიერ. სასწავლო პროცესი ორნაწილიანია: საბავშვო სტუდია - 6-დან 15 წლამდე, სალოტბარო -15 წლის ზევით. 

მომავალ ლოტბართათვის სწავლა ორწლიანია და გაიცემა სერტიფიკატი. 

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სკოლის კურსდამთავრებულებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ სწავლა გალობის უნივერსიტეტში უფასოდ გააგრძელონ.