ფოტო - ხობშიც თოვლი მოვიდა (1987 წლის თებერვალი)
ვიგუნდაოთ უნდა
მოდის, მოდის ფიფქები და
დგება თოვლის გუნდა,
მომიქსოვეთ ხელთათმანი
ვიგუნდაო უნდა.
თოვლის პაპა ჩამომიტანს
ხილით სავსე ჩანთას,
მერე ყველას დავურიგებ
ქეთინოს და თამთას.
კოხტად მოვრთავთ ნაძვის ხეს,
მე, გელა და ლელა
კვლავ შევხვდებით ახალ წელს,
და დავლოცავთ ყველას.
სულ იზარდონ პატარებმა,
და იხარონ მუდამ,
კვლავაც მოვა ფიფქები და
ვიგუნდაოთ უნდა.
ბიის საშუალო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის, ნინო კემულარიას ლექსი (1987 წ.).
ხობის ადგილობრივი გაზეთი