🌲✨დღეს, ქალაქ ხობში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
✨ქალაქის ცენტრალურ პარკში მოეწყო საშობაო ბაზრობა, ფოტოს გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვების საზეიმო განწყობაზე ზრუნავენ ზღაპრების კოსტიუმირებული გმირები, თოვლის ბაბუა, ანიმატორები და ორკესტრი.
🎼„ახალი წლის დღეების“ ფარგლებში გამართული სადღესასწაულო ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდა. თავიანთი რეპერტუარით მსმენელის წინაშე ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი ,,შერეკილები" და გიორგი მახარაშვილი წარდგნენ.
👥საახალწლო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.