საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში აღნიშნულია, რომ ლევან მირცხულევა დაიბადა ქ. თბილისში.
ციტატა ლ. მირცხულავას მისალოცი დეპეშიდან: „გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დასაწყისს. მიგულეთ თქვენთან ერთად ცოდნის დღესასწაულზე ჩემს მშობლიურ ხორგაში“.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა: სოხუმის ქართულ დასში (1957-1962წწ. რეჟისორად, 1962-1965 წწ. მთავარ რეჟისორად), მარჯანიშვილის (1965-1968წწ. რჟისორად, 1968-1970წწ. მთავარ რეჟისორად), რუსთაველის (1970-1975წწ.), რუსულ მოზარდ მაყურებელთა (1975-1981წწ. მთავარ რეჟისორად), გრიბოედოვის (1988-1990წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად), ფოთის (1985-1988წწ. სამხატვრო ხელმძღვანელად) თეატრებში. ლ. მირცხულავა 1981-1988 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი რეჟისორი. აქ მოღვაწეობის დროს მან მრავალი მნიშვნელოვანი კონცერტი მოამზადა,ათი წლის მანძილზე უძღვებოდა სახალხო ზეიმ „თბილისობას" 1994-2000 წლებში იგი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის მრავალი წლის მანძილზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში, 1984 წელს აირჩიეს სამსახიობო ოსტატობის კათედრის პროფესორად, ხოლო 1992 წლიდან ამავე კათედრის გამგედ. 1995 წელს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის დაფუძნებისთანავე იგი დაინიშნა რექტორად, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. რექტორად მუშაობის პერიოდში ლევან მირცხულავამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის ორგანიზაციული, სტრუქტურული, აკადემიური და მატერიალურ - ტექნიკური პრობლემების გადასაწყვეტად. მისი რექტორობის პერიოდში ხელოვნების ინსტიტუტმა არამარტო ბათუმში, საქართველოში დაიმკვიდრა ერთ - ერთი მოწინავე უმაღლესი სახელოვნებო საგანმანთლებლო დაწესებულების ადგილი. იმავე პერიოდში ლევან მირცხულავა სათავეში ედგა დრამისა და რეჟისურის კათედრას. გამოშვებული ჰყავს არაერთი სამსახიობო და სარეჟისორო ჯგუფი. მისი ხელმძღვანელობით დადგმული სადიპლომო სპექტაკლები შევიდა ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარში.