საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის და ნოჯიხევის N2 საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ნოჯიხევის და შუა ქვალონის სკოლები მოსწავლეებს, სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს.