ხობში საქართველოსთვის თავდადებულ გმირთა სახელები გაიხსენეს

 


დღეს 30 დეკემბერს ხობის ეროვნული მოძრაობის წევრებმა ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას ხსოვნას პატივი დამისი  სასაფლაო ყვავილებით შეამკეს. თენგიზ ქაჯაია დედასამშობლოს მტრებთან და მოღალატეებთან ბრძოლაში 1991 წლის 30 დეკემბერს გმირულად დაეცა. მან ასახელა სამშობლო, კუთხე, რაიონი, სოფელი, გვარი, ოჯახი...

ეროვნული მოძრაობის წევრებმა საჯიჯაოს შემდეგ ძველ ხიბულაში საქართველოს პირველი პეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, სანთლები დაანთეს და გაიხსენეს საქართველოსთვის თავდადებულ გმირთა სახელები.

  ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ახლად აშენებულ მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარში დეკანოზმა ილია ლომაიამ პანაშვიდი გადაიხადა.

აღნიშნულ ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე ვახტანგ (ლოთი) ქობალია დაესწრო.