დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

 


დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საახალწლო აქტივობა გაიმართა. ბაღების აღსაზრდელებს, პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს დამდეგი ახალი წელი საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ დავით ბერაიამ მიულოცეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 800 აღსაზრდელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი ტკბილეულის ნაკრები გადაეცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრის ბავშვებს, პედაგოგებს და ხობის სათნოების სახლის ბენეფიციარებს მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
მსგავსი ტიპის სოციალური პროგრამები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.