ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ ხობში

 

დღეს, ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეკრებილი მსმენელის წინაშე ქართული ესტრადის ვარსკვლავები - ნატო გელაშვილი და „ჭოხოები“ ბენდთან ერთად წარდგნენ. მომღერლებმა ყველასათვის საყვარელი ქართული სიმღერები შეასრულეს. საახალწლო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა კონცერტი სამუსიკო სკოლის პედაგოგების და მოსწავლეების მონაწილეობით. კონცერტზე შესრულდა ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. 2 იანვარს, ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი მახარაშვილი, ჯგუფი ,,შერეკილები", ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი.